მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარფის" საბაჟოზე ₾30 000-ის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

ოქრო

"სარფის" საბაჟოზე ₾30 000-ის ღირებულების 160 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 160 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29 852 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი ერთი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო მეორე კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 7 893 ლარით დაჯარიმდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები