მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სარფში 84 272 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

620d2ca7e07a6
BM.GE
16.02.22 21:44
1079
სარფში 84 272 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების, საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 745,62 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 84 272, 49 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები