მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაზღვრო პოლიციას EU-ის დაფინანსებით შესყიდული €790 000-ის ღირებულების სატვირთო მანქანები გადაეცა

სატვირთოები

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790,000 ევროს (2.25 მილიონი ლარი) ღირებულების სატვირთო ავტომანქანები შეისყიდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ.

მოკლე შასის მქონე 10 სატვირთო ავტომანქანის გადაცემა, რომელსაც შეუძლია რთულად მისასვლელ ადგილებამდე მიღწევა, დადებითად აისახება სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებზე მწვანე საზღვარზე მყოფი მესაზღვრეების მომარაგების კუთხით. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ავტომანქანების გამოყენება შეამცირებს მომარაგების ხარჯებს და გაზრდის მწვანე საზღვარზე არსებული სასაზღვრო დანაყოფების ლოგისტიკურ გამართულობას და ეფექტიანობას.

პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ IOM, ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.  პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობაზე მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში.

აღნიშნული პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს მიგრაციის და საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.

სასაზღვრო სამმართველო წითელი ხიდი, 29 სექტემბერი 2023 - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელს  ნიკოლას სენდროვიჩს და IOM-ის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით ტექნიკის გადაცემის ამ ცერემონიაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 10 სატვირთო ავტომანქანას გადავცემთ. ეს სატვირთო ავტომანქანები გამოყენებული იქნება საქართველოს მწვანე საზღვრებზე, როგორც საზღვრის ზედამხედველობისა და მართვის საშუალება. ეს ტექნიკა საქართველოს საკუთარი საზღვრების დაცვაში, მართვასა და კონტროლის განხორციელებაში დაეხმარება. ეს ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზციასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას“, - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს 10 სატვირთო ავტომანქანა გადავეცით. ამ ტიპის მანქანები მოკლეა და ღერძების შორის მანძილიც მოკლე აქვთ. ეს მანქანები სასაზღვრო პოლიციას მოშორებით მდებარე საპატრულო პუნქტი საკუთარი მოვალეობის შესრულებაში დაეხმარებიან. ასეთი საპატრულო პუნქტი კი 65-ია. მოთხოვნა კონკრეტულად ამ სახის სატვირთო ავტომანქანებზე იყო, ვინაიდან, მხოლოდ ასეთ ავტომანქანებს შეუძლიათ შორეული საპატრულო პუნქტების მომარაგება“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ნიკოლას სენდროვიჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები