Galt & Taggart-ის უძრავი ქონების აპრილის განახლების მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბანში ბინის ქირაობის ფასი 15-16, გარეუბნებში კი 8$ ღირს.
როგორც საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსმა ზურა თავყელიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ქირის ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებს.
„იჯარის ფასმა იპოვა წონასწორობის წერტილი. რაც არაბუნებრივად იყო გაზრდილი ის დასტაბილურდა, რამდენიმე თვეა საშუალო ფასი 10$-ის ფარგლებშია თვიურად, თუმცა ვარიაცია დიდია. ცენტრალურ უბნებს თუ შევხედავთ 15-16$-ია ფასი, გარეუბნებში 8$-ის ფარგლებში.“ - განაცხადა თავყელიშვილმა.