მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასკოლო განათლების 11-წლიან რეჟიმში გადაყვანა ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გზას კეტავს - ლიკა ღლონტი

განათლება

ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი ლიკა ღლონტი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სასკოლო განათლების 11-წლიან რეჟიმში გადაყვანა ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გზას კეტავს.

გუშინ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

როგორც ლიკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, ძირითადად კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ურტყამენ, მაგრამ კერძოებიც ძალიან დაზარალდება დაანონსებული დაფინანსების სისტემის შედეგად.

"სახელმწიფო დაკვეთა განთავსდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შესაბამისად სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა თავად მოუწევთ კერძო სასწავლებლებში. ეკონომიკა კი თუხთუხებს, მაგრამ ბევრი საფასურს ვერ დაფარავს, კერძოები დარჩება ძირითადად უცხოელი სტუდენტების იმედად, შესაბამისად, გადარჩენის შანსი მედიცინის ფაკულტეტებს ექნება (სხვა რამე დრაკონული შეზღუდვა თუ არ შემოიღეს) და დანარჩენი ფაკულტეტების ბედი სავალალოდ მეჩვენება. საერთო შედეგი კი იქნება ქართველი სტუდენტების რაოდენობის შემცირება ქვეყანაში. სასკოლო განათლების 11-წლიან რეჟიმში გადაყვანა ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გზას კეტავს",- წერს ლიკა ღლონტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები