მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სასწრაფოდ გვჭირდება ბათუმის აეროპორტის გაფართოება“ - თეა ზაქარაძე

ბათუმის აეროპორტი

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით მმართველი კომპანია მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა ზაქარაძე ამბობს, რომ გამტარუნარიანობის ზრდისთვის აეროპორტი გაფართოებას საჭიროებს.

„ბათუმთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უკვე ორ-სამ თვეში დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს. იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბათუმში წელს 1 200 000 მგზავრით დავხურეთ წელი. ბათუმი აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 400 000-მდეა, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გაფართოება ბათუმშიც, ამაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მარტისთვის გვექნება თქვენთვის ახალი ამბები ბათუმთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

დღეს, მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის თბილისის აეროპორტის მართვის ვადა 5 წლით 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის ფარგლებში, აეროპორტის მმართველმა კომპანიამ თბილისის აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები