სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია - ამის შესახებ BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.
ცნობისთვის: თბილისში, შავთელის ქუჩაზე სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ გაჩნდა. გავრცელებული ვიდეო კადრებით, სასტუმროს ბოლო ორი სართული იწვოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.
სასტუმროს მმართველ კომპანია „ამბასადორი ჯგუფში“ დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობენ.