„დიდი ხანია ვცდილობ, ნეგატიური არ ვიყო და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დავძაბო. რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია, ინვესტორებს აუხსნა სტატისტიკური ზრდის ფონზე რატომ აქვს ბიზნესს უფრო ნაკლები შემოსავლები. ამ პირობებში მაინც ვეძებთ და ვპოულობთ გზებს როგორ შევინარჩუნოთ კადრები (ყველაზე დიდი პრობლემა), ბიზნესი არ გავხადოთ წამგებიანი და ინვესტორები არ გავაქციოთ ქვეყნიდან, თუმცა ძალიან რთულია მეპატრონეებთან ურთიერთობაში ასეთი წერილის შემდეგ სტაბილურობა შეინარჩუნო. მინიმუმ თბილისის STR -ში უნდა ჩაიხედო, booking. com - ის სტატისტიკა უნდა ამოიღო და რეალობა დაინახო, სანამ ინვესტორს ასეთ წერილს მისწერ“, - წერს შალვა ალავერდაშვილი.