მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო „ქორენა“ ზაფხულის სეზონზე სრულად დაჯავშნილია - მაიკო კეზევაძე ტენდენციებზე

ქორენა

იმერეთში მდებარე სასტუმრო „ქორენას“ დამფუძნებლის, მაიკო კეზევაძის განცხადებით, ზაფხულის სეზონი სასტუმროში პრაქტიკულად სრულად დაჯავშნილია.

კეზევაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ მიმდინარე პერიოდში ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მარტის თვეში სასტუმრო უკვე აქტიურად იტვირთება. ამჟამად, ობიექტს სტუმრები გელათის მონასტრის რეაბილიტაციისთვის სტუმრობენ.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს სტუმრობენ იტალიელები, ბრიტანელები და გერმანელები, პარალელურად კი სტუმრები ლიტვიდანაც ჩამოვიდნენ.

„აპრილის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთულია, მეორე ნახევარი ცოტათი ნაკლებად. მაისი მთლიანად დაკავებულია, მხოლოდ მცირე შუალედებით, როცა ჯავშნები ცოტა იკლებს. თუმცა მაისიდან ზაფხულის ჩათვლით უკვე სრული ჯავშნებით ვმუშაობთ“, - აღნიშნავს კეზევაძე.

მისი ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში სასტუმრო ძირითადად იტალიელ სტუმრებს იღებდა, თუმცა მაშინაც საკმარისად დატვირთული იყო, რათა ფუნქციონირება შეენარჩუნებინა, პერსონალი დაეტოვებინა და სეზონისთვის მომზადებოდა.

„ზამთარშიც დატვირთვა საკმარისია, თუმცა 100%-ით არასდროს ვართ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, სეზონზე მზად ვიყოთ და სტუმრებს სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ“, - დასძინა მაიკო კეზევაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები