მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო სექტორში 2023/2024 წლებში ₾220 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

სასტუმროები

2023-2024 წლებში ქვეყანაში სასტუმროების მოსაწყობად ჯამში 220 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასული წლის შედეგებსა და 2024 წლის გეგმების შესახებ ანგარიშშია ნათქვამია, რომ 2024-2027 წლებში ეს ინვესტიცია 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნულ ანგარიშსა და გეგმას უწყება საზოგადოებას დღეს წარუდგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში განთავსების ობიექტებზე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 9 300-ს მიაღწევს და ქვეყნის მასშტაბით 320-მდე განთავსების ახალი ობიექტი შეიქმნება, ხოლო საწოლი ადგილების ოდენობა 2024/27 წლებში 37 000-ს გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები