მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების სექტორში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია

სასტუმრო

საქართველოს ბიზნეს სექტორში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოცულობის ვადაგადაცილებული სესხი სასტუმროების და ტურიზმის სექტორშია - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა.

უფრო დეტალურად, 2026 წლის მაისის მდგომარეობით, სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 2.94 მილიარდ ლარს შეადგენს, ამ თანხიდან 135.4 მილიონი ლარი განეკუთვნება 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 4.6%-ის ვადაგადაცილებას ნიშნავს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი წლის წინ ამ სექტორის ვადაგადაცილების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო და პორტფელის 3%-ს შეადგენდა.

ამასთან, სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ახალი დაკრედიტების გაცემა შეფერხებულია, მთლიანად სექტორის სესხების მოცულობა კი შემცირებულია, 2025 წლის მაისში პორტფელის ზომა იყო 3.19 მილიარდი ლარი და ის ერთ წელში 2.94 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც 8%-იანი კლებაა. შედარებისთვის, მთლიანად ბიზნეს სესხებში შემცირების ნაცვლად დაკრედიტების 12.9%-იანი ზრდა ფიქსირდება, ეს კი ნიშნავს, რომ ბანკები სასტუმროების პროექტების ნაცვლად უფრო სხვა სექტორების დაფინანსებაზე არიან ორიენტირებული.

მთლიანად 47.2-მილიარდიანი ბიზნეს სესხების პორტფელში ვადაგადაცილების მაჩვენებელია 2.2%, რაც სასტუმროების და ტურიზმის სექტორთან შედარებით ორჯერ დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები