მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებისთვის მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართულებით მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა

სატუმროების გრანტები
BM. GE
08.09.23 17:43
54

არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia's Environmental Outlook (GEO) აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის ენერგოეფექტური მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე. კონკურსი ღიაა მცხეთა-მთიანეთის  მხარესა და აჭარის / ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის. საგრანტო განაცხადები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე მიიღება.  

მცირე გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს ენერგოეფექტური მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვაში. შერჩეულ სასტუმროებში, სადემონსტრაციო პროექტების სახით შესაძლებელი იქნება ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების ინსტალაცია. დეტალური ინფორმაციისათვის, მიჰყევით ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=488153 

საგრანტო კონკურსი ნაწილია პროქტისა „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ და ამ მიზნით პროექტი გამოყოფს 48 ათას ევროს. პროექტი ხორციელდება GIZ-ის კლიმატის საერთაშირისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკის საქმეთა და კლიმატის ცვლილების ფედერალური სამინისტროსა (BMWK) და ფედერალური საგარეო საქმეთა ოფისის (AA) ფინანსური მხარდაჭერით. 

ამავე პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ 6-7 სექტემბერს აჭარაში გაიმართა სემინარი მასპინძლობის სექტორში მომუშავე სასტუმროების წარმომადგნლებისათვის. სემინარზე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით, ასევე, მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის ტექნოლოგიები და მათი ხარჯსარგებლიანობას და დაფინანსების წყაროები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი მაია ცხვარაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე,  ექსპერტები და მკვლევრები ენერგოეფექტურობის საკითხებში, განახლებად ენერგიებზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სესხებს გასცემენ ენერგოეფექტურობისა და მწვანე ენერგიის განვითარების პროექტებისთვის და 25-მდე მცირე და საშუალო სასტუმროს წარმომადგენელი ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.

თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ტურიზმის სწრაფად მზარდი სფეროა აჭარის რეგიონში. მუდმივად იზრდება რეგიონში ტურისტული ნაკადი და ტურისტული ობიექტების რაოდენობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მასპინძლობის ინდუსტრიასაც.

გვაქვს პასუხისმგებლობა გლობალური ენერგიის მოხმარებასა და სათბურის ემისიების წილზე. ტურიზმის სექტორში მწვანე მიდგომების დანერგვა, ენერგიის გონივრული მოხმარება და მასთან ასოცირებული ხარჯების შემცირება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას, შემცირდება დაბინძურება და მივიღებთ ჯანმრთელ გარემოს. ამიტომაც, ტრენინგები და პროექტები, რომლებიც დაეხმარება ტურიზმის სექტორს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღებაში და დანერგვაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.  კარგია, რომ აჭარა, როგორ ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი შეირჩა პროექტის განხორციელების ადგილად. მწვანე ტექნოლოგიების არსებობა ბაზარზე, ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში, სასარგებლოა არა მხოლოდ ბიზნესისათვის, არამედ ქვეყნისა და გარემოსთვის.“

ნინო მალაშხია, პროექტის მენეჯერი:

იმის გამო, რომ მცირე ბიზნესი ახლა იდგამს ფეხს, მათთვის რთულია ინვესტირება გააკეთონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. ამიტომ, დონორების დახმარება და შეღავათიანი სესხები მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასაჩქარებლად. ამგვარი ტექნოლოგიები სასტუმროებს მეტად ეკომეგობრულად და უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს, რადგან ტურისტების მნიშვნელოვან ნაწილში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში, გაზრდილია მოთხოვნა იმ სერვისმიმწოდებლებზე, რომლებიც ცდილობენ, გარემოზე ზემოქმედება შეამცირონ. ჩვენი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება, რაც საშუალებას მისცემს შერჩეულ სასტუმროებს უშუალოდ გაეცნონ ენერგოეფექტური და მწვანე ენერგიის - მაგალითადმზის მიკროელექტროსადგურების და მზის წყალგამაცხელებლების - ტექნოლოგიების სარგებელს და შემდგომ ეს გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.“ 

პროექტის ფარგლებში პირველი სემინარი მცხეთა-მთიანეთში მომუშავე სასტუმროებისთვის თბილისში, 2023 წლის ივნისში ჩატარდა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა კვლევა სასტუმროებისთვის ენერგოეფექტურობის საჭიროებების თაობაზე, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა და გამოიცა გზამკვლევი სასტუმროებისთვის, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების, გამოყენებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ

მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ერთი მხრივ, სასტუმროებს ენერგიისა და ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს, მეორე მხრივ კი გულისხმობს ნაკლები სათბური აირების გაფრქვევას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები