მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათანადო მტკიცებულებები არ არის" - ლილუაშვილი კობახიძე-ვარჰეის საუბარზე

სს
12.06.24 21:20
340

სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

"უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე. ამაზე ჩაითვალა, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები სისხლის სამართკლებრივი დევნიოს დასაწყებად, ანუ გამოძების დასაწყბეად. იმ ქვეყანაში სადაც გამოძიების მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვას, იტყუებოდა თუ არა ქვეყნის პირველი პირი? - ლილუაშვილი შემდეგნაირად უპასუხა:

"პრემიერმა ბრძანა, რომ მან [ოლივერ ვარჰეიმ] გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების ზომები, ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა?"

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული. მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები