მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისის დასაწყისში საწვავი 9-10 თეთრით გაიაფდა - რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

გასამართი სადგური

საქართველოში საწვავის ფასი კლებას განაგრძობს, რაც საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირებითაა განპირობებული.

მარტის ბოლოს ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირების შემდეგ, მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ფასია კიდევ 9-10 თეთრით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მაისში საწვავის გაიაფებას კონკურენციის სააგენტოც აანონსებდა, საწვავის ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში.

ამ დროისთვის საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში ასეთია:

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 6 მაისს შეიცვალა და 9-10 თეთრით გაიაფდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი - ₾3.43; კლება - 9 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.02; კლება - 10 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾2.97; კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.89; კლება - 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.85; კლება - 10 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.84; კლება - 10 თეთრი;

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 3 მაისს შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაიაფდა. შედეგად, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი - ₾3.43, კლება - 10 თეთრი;
G-Force პრემიუმი - ₾3.03, კლება - 10 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი - ₾2.93, კლება - 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.83, კლება - 10 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი - ₾2.99, კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.89, კლება - 10 თეთრი;
გაზი - ₾1.69;

Socar-ის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასის ბოლო ცვლილება მარტის ბოლოს დაფიქსირდა, მაშინ ქსელში ფასები 5-10 თეთრით შემცირდა, დღეისთვის აღნიშნული ბრენდის გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ასეთია:

ნანო სუპერი - ₾3.50;
ნანო პრემიუმი - ₾3.10;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.93;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.04;
ევრო 5 დიზელი - ₾2.93;
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60

ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელების, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობა არ გვაქვს.

Rompetrol-ს ქსელში საწვავის ფასი 6 მაისის შემდეგ 10 თეთრით და მეტად არის შემცირებული და ასე გამოიყურება:

Efix სუპერი - ₾3.50

Efix ევრო პრემიუმი - ₾3.09

ევრო რეგულარი - ₾2.89

Efix ევრო დიზელი - ₾3.03

ევრო დიზელი - ₾2.93

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Euro Super – ₾3.48;

Premium Avangard - ₾2.98;

Euro Regular - ₾2.83;

Euro Diesel - ₾2.98;

Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:

Super - ₾2.99

Premium - ₾2.79;

Euro Regular - ₾2.59;

Euro Diesel - ₾2.69;

Effect Diesel - ₾2.59;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები