ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოს და უკრაინას, მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, - ამის შესახებ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ჟოზეფ ბორელიმ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ საუბრები მეორე ფრონტის შესახებ სერიოზულად არავის მიუღია.
"ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოს და უკრაინას. მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, ამიტომ კარგი განწყობა უნდა არსებობდეს ამ ურთიერთობებში. რაც შეეხება მეორე ფრონტს, ეს გრძელი ამბავია და არავის სერიოზულად ეს არ მიუღია. ამის შესახებ არც მოწოდებები გვსმენია უკრაინის სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან", - განაცხადა ბორელიმ.
საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე იგივე კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან არა ერთი განცხადება კეთდებოდა მეორე ფრონტთან დაკავშირებით საქართველო უკრაინას მტკიცედ უჭერს მხარს.
"სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის ოფიციალური პირებისგან მოდიოდა. თუმცაღა, უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცედ გვწამს და მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად და ძლიერი ჰუმანიტარული დახმარებაც გვაქვს აღმოჩენილი უკრაინისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.