მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ რაიმეთი შეიძლება ჩვენმა გუნდმა იამაყოს, ეს ავტორიტარიზმის დასრულებაა - პრემიერის პასუხი ბორელის

პრემიერი

თუ რაიმეთი შეიძლება ჩვენმა გუნდმა იამაყოს, ეს არის ავტორიტარიზმის დასრულება, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს და EU-სთან ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ეს განცხადებები დროებითია და განსაკუთრებულ ყურადღებას ამ განცხადებებზე არ გავაკეთებთ. დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას შედარებას, ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია. საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა...

ავტორიტარიზმი საქართველოში იყო 2012 წლამდე და თუ რაიმეთი შეიძლება იამაყოს ჩვენმა გუნდმა, ეს არის პირველ რიგში ავტორიტარიზმის დასრულება. აქედან გამომდინარე, ასეთ განცხადებებს საბედნიეროდ, ფასი ვერ ექნება გავლენა ჩვენს მოსახლეობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები