საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ Saudi Aramco-მ შეთანხმებას მიაღწია MidOcean Energy-ში მინორიტარული წილის შესყიდვაზე. ბუნებრივი თხევადი გაზის [LNG] მწარმოებელი კომპანიის წილი 500 მლნ დოლარად შეიძინა იმ მიზნით, რომ მისი წილი მომავალში კვლავ გაიზრდება.
"ეს მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია Aramco-ს სტრატეგიაში, რომელიც გულისხმობს LNG-ის წარმოებაში წამყვანი მოთამაშე გახდეს. MidOcean Energy აქვს შესაძლებლობა უპასუხოს თხევად გაზზე გაზრდილ მოთხოვნას", - განაცხადა Saudi Aramco-ს პრეზიდენტმა ნასირ ალ-ნაიმმა.
2023 წლის მარტში საუდის არაბეთის ენერგოგიგანტმა ღიად განაცხადა, რომ LNG-ის გლობალურ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას ეძებდა.