საუდის არაბეთი "OPEC+"-ის შეხვედრას იწვევს ნავთობის ბაზრის დასარეგულირებლად. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Arab News-ი ავრცელებს.
„ჩვენ ადრეც ვეცადეთ "OPEC+"-თან შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ამ ეტაპამდე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ "OPEC+"-თან შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მოიწონა.
აღნიშნული განცხადება, მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.