მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების ათეული

საუდის არაბეთის ძვირად ღირებული მოთამაშეები

ცნობილი საფეხბურთო სატრანსფერო საიტი “Transfermarkt” საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, "საუდი პრო ლიგის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიას აქვეყნებს. პირველ ადგილს ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმარი 50 მილიონი ევროს ღირებულებით იკავებს. მეორე და მესამე ადგილებზე კი მისი თანაგუნდელები “ალ-ჰილალში” რუბენ ნევეში და სერგეი მილინკოვიჩ სავიჩი არიან, რომელთა ღირებულებაც 40-40 მილიონით განისაზღვრა.

გასაკვირია, თუმცა საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 15 მილიონ ევროდაა შეფასებული და ამ მაჩვენებლით მე-19 ადგილს იკავებს.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ნეიმარი (ალ-ჰილალი) - 50 მილიონი ევრო
2-3. რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი) - 40 მილიონი ევრო
2-3. სერგეი მილინკოვიჩ სავიჩი (ალ-ჰილალი) - 40 მილიონი ევრო
4. ფაბინიო (ალ-იტიჰადი) - 38 მილიონი ევრო
5. ოტავიო (ალ-ნასრი) - 35 მილიონი ევრო
6-7. გაბრიელ ვეიგა (ალ-აჰლი) - 30 მილიონი ევრო
6-7. მალკოლმი (ალ-ჰილალი) - 30 მილიონი ევრო
8-9. როჟერ იბანიესი (ალ-აჰლი) - 28 მილიონი ევრო
8-9. ალექსანდრ მიტროვიჩი (ალ-ჰილალი) - 28 მილიონი ევრო
10-11. ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი) - 25 მილიონი ევრო
10-11. სადიო მანე (ალ-ნასრი) - 25 მილიონი ევრო