მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთმა ნავთობის ფასი შეამცირა

ნავთობი

საუდის არაბეთის მთავრობამ ნავთობის ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. OPEC-ის ლიდერი სახელმწიფო იანვარ-თებერვლის სანავთობო კონტრაქტების ღირებულებას ორწლიან მინიმუმამდე ამცირებს.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით შემცირებული ნავთობის ფასებია, რის გამოც არაბეთი იძულებულია, რომ თავისი საქონელი გააიაფოს, რათა ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.

ამჟამინდელი მონაცემებით, დასავლეთის მასშტაბით ბარელი ნავთობის ფასი 72-77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რუსული ნავთობის ღირებულება კი 60 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები