მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკუნის ბოლომდე, მსოფლიო მოსახლეობა 10 მლრდ-ს გადააჭარბებს - რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი?

გლობალ

Statista-ს ინფორმაციით, 2024 წელს მსოფლიო მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა და არსებული პროგნოზით, საუკუნის ბოლომდე, 10.4 მილიარდსაც მიაღწევს. გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სანიტარიული ნორმების თუ ზოგადი საცხოვრებელი პირობების წყალობით, პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება ისევე, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობა. მსოფლიო მოსახლეობის მედიანური ასაკი კი წლებია, სტაბილურად იზრდება.

დედამიწის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კონტინენტი აზიაა, სადაც 20 ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნიდან 11 მდებარეობს, ყველაზე დასახლებული ქვეყნების რეიტინგს კი სწორედ აზიური ქვეყნები ხსნის.

2022 წელს ყველაზე დასახლებული ქვეყნის სტატუსი ჩინეთს ინდოეთმა ჩამოართვა, სადაც მოსახლეობის რაოდენობამ 1.43 მილიარდს მიაღწია. შესაბამისად, ჩინეთმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, აქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა კი 1.4 მილიარდს აღწევს - 2023 წელს ჩინეთმა მოსახლეობის კლება დააფიქსირა.

TOP 20 ქვეყანა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით - Statista

  1. ინდოეთი - 1 435 000 000
  2. ჩინეთი - 1 425 000 000
  3. აშშ - 340 000 000
  4. ინდონეზია - 278 000 000
  5. პაკისტანი - 242 850 000
  6. ნიგერია - 226 460 000
  7. ბრაზილია - 217 040 000
  8. ბანგლადეში - 173 830 000
  9. რუსეთი - 144 200 000
  10. მექსიკა - 128 930 000
  11. ეთიოპია - 128 120 000
  12. იაპონია - 122 960 000
  13. ფილიპინები - 118 220 000
  14. ეგვიპტე - 113 590 000
  15. კონგო - 103 920 000
  16. ვიეტნამი - 99 190 000
  17. ირანი - 89 500 000
  18. თურქეთი - 86 040 000
  19. გერმანია - 83 280 000
  20. ტაილანდი - 71 850 000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები