დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.
"დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. გარდა ამისა, ავტომობილებში სამი ადამიანის ჯდომის შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებში. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე, რესტორნები ადგილზე მომსახურეობით ვერ იმუშავებენ, სავაჭრო ცენტრები დახურული რჩება, სპორტული, გამაჯანსაღებელი ცენტრები დახურული რჩება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.