მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულზე დაბალია, აუცილებელია მათი შევსება - IMF

ჯიჰად აზური

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზურმა გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება სავალუტო რეზერვების შევსებაზე, რომელიც ამჟამად ადეკვატურობის ზღვარზე დაბალია.

"საგარეო თვალსაზრისით, გაურკვევლობის მთავარი წყარო უკრაინაში ომთან და პროდუქტებზე ფასების არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული. შიდა თვალსაზრისით, საკვანძო იქნება ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. საკვანძო მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის მმართველობის გაძლიერებას და მისი დამოუკიდებლობის დაცვას. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება მონეტარული პოლიტიკის სანდოობის გაძლიერებისთვის, მაკრო–ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის ნიშნულზე დაბალია. ამიტომ აუცილებელი იქნება ამ რეზერვების შევსება როგორც კი ბაზრის პირობები ამის საშუალებას გააჩენს და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების შემცირება დაეხმარება სტაბილურობას და თავიდან ააცილებს ბაზრის პირობების დამახინჯებას,"- განაცხადა ჯიჰად აზურმა.

საქართველოს სავალუტო რეზერვები მხოლოდ ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით $4 მილიარდამდე შემცირდა. IMF-მა რეზერვების შევსებისკენ სებ-ს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში მოუწოდა და მიუთითა, რომ ამჟამად საქართველოს რეზერვები ადეკვატურობის ზღვარს ჩამოუვარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები