მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავარაუდოდ, დავთანხმდები“ - თავდაცვის ყოფილ მინისტრს NATO-ში ელჩად დანიშვნა შესთავაზეს

მინისტრი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მას პრემიერობის კანდიდატმა NATO-ში ელჩად დანიშვნა შესთავაზა და ის ამ შეთავაზებას, სავარაუდოდ, დათანხმდება.

ჯუანშერ ბურჭულაძე ერთადერთი მინისტრი აღმოჩნდა, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო შემადგენლობიდან ამ ეტაპზე, ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში არ გადავა და თანამდებობიდან მიდის. რის სანაცვლოდაც „ქართული ოცნების“ პირველმა პირებმა მას დიპლომატიური პოსტი NATO-ში შესთავაზეს.

„პრემიერთან მქონდა თხოვნა წასვლასთან დაკავშირებით, მან მთხოვა, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმეღო. მე პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე დარჩენას... 13 წელია საჯარო მოხელე ვარ, ეს ძალიან ბევრია. სამი როტაცია ჩავატარე და 4.5 წელი ვიმუშავე სამ უწყებაში; მეორე - მყავს დიდი ოჯახი. მივიღე შემოთავაზება და მადლობა ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო ნატოში ჩემი ელჩობის თანამდებობა. ეს საერთო აზრი იყო, მათ შორის ბატონი ბიძინასი, ბატონი პრემიერის, ყოფილი პრემიერის. ამისთვის მაქვს 4 თვე და სავარაუდოდ, ამ პოზიციას დავთანხმდები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები