მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავიზო და ფინანსური სანქციები - ზომები, რომლებსაც კონგრესმენთა ნაწილი "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში განიხილავს

სენატი

"თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომელსაც ხელს აშშ-ის კონგრესის 29 წევრი აწერს ხელს.

10 მაისით დათარიღებულ წერილში კონგრესი "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს "რუსული კანონის" ხელმეორე ჩაგდებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის, სავიზო და ფინანსური სანქციების საკითხები.

"ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს, მოუსმენს ქართველი ხალხის ხმას, თუ გააგრძელებს ბნელ გზას რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. კონკრეტული პირობების გარეშე ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს აშშ-ის მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ბელარუსში ავტორიტარული რეჟიმის წარმოშობა და ბელარუსის დემოკრატიის ოპერატიული აქტი მიიღო 2004 წელს, ჩვენ ახლაც მზად ვართ, ვუპასუხოთ სამომავლო თავდასხმებს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი და სხვა ზომები, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხალხის უფლებებსა და თავისუფლებას, რის შემდეგაც მოხარულნი ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და გასააქტიურებლად. თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივას, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვას, ასევე სავიზო და ფინანსურ სანქციებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

მანამდე, 26 აპრილს, ირაკლი კობახიძეს საერთო წერილით 14-მა სენატორმაც მიმართა, რომლებიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ ჩაეგდოთ კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები