მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავიზო რეჟიმის გაუქმება არ იქნება მართებული - გერმანელი დეპუტატი რობინ ვაგენერი

გერმანელი დეპუტატი

ბუნდესტაგის წევრის, რობინ ვაგენერის შეფასებით, არ იქნება მართებული თუკი ევროკავშირი საქართველოს მთავრობის მიერ EU-ს საპირისპირო მიმართულებით კურსის დაჭერის გამო სანქციები მოქალაქეებს შეეხება. ვაგნერის თქმით, მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა იმ საპასუხო ნაბიჯებზე, რომელსაც EU დგამს. ვაგნერი აღნიშნავს, რომ მას სურს, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში ვიზიტი შეუფერხებლად შეეძლოთ.

"ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როდესაც რეაგირებას ვახდენთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხალხს სურს ევროკავშირის წევრობა და ჩვენ გვინდა რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ უვიზოდ ჩამოვიდნენ ევროკავშირში, ნახონ რას ნიშნავს ევროკავშირში ცხოვრება. ჩვენი აზრით ასეთი რეაგირება ანუ სავიზო რეჟიმის გაუქმება, არ იქნება მართებული", - განაცხადა რობინ ვაგენერმა.

ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯად განიხილებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება იყო, რასაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობის ნაცვლად, მხოლოდ უმრავლესობის თანხმობა ესაჭიროებოდა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა, რობინ ვაგენერმა, თომას ჰაკერმა და კნუტ აბრაჰამმა პრესკონფერენცია თბილისში დღეს გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები