აშშ-ის აქციების ფიუჩერსები და აქციები დაეცა, ხოლო ნავთობის ფასი გაიზარდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება.
S&P 500-ისა და Nasdaq 100-ის ინდექსები დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ევროპული საფონდო ინდექსები დაეცა დაახლოებით 3%-ით.
ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა რუსეთის ენერგოექსპორტის შესაძლო რისკების გამო, Brent-მა ბარელზე $100 შეადგინა. ოქროს ფასმა 2021 წლის დასაწყისიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
დასავლეთის სახელმწიფოები აპირებენ გააძლიერონ სანქციები რუსული აგრესიის საპასუხოდ. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ რუსეთს დაუწესებს სანქციების ახალ პაკეტს, ხოლო კოორდინირებულ პასუხზე ისაუბრებს G-7-ის სხვა ლიდერებთან.




























