კეილ ბრაუნის თქმით, ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ "ამერიკის ხმა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2 ნოემბრის განცხადებაში აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი აცხადებს (NDI), რომ საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით. "ამ დარღვევებში შედის ოქმებში არსებული უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მათ გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა", – წერს გამოცემა.




























