მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფომ ფინანსური რესურსი უნდა გამოყოს, რათა ჩინეთში ქართული წარმოების პოპულარიზაცია მოხდეს"

60141323113eb
ლიკა გურაბანიძე
29.01.21 23:00
795
“სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსი უნდა გამოიყოს და ჩინეთში ქართული წარმოების მუდმივი პოპულარიზაცია მოხდეს.” - ამის შესახებ “აქტო ჯგუფის” ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გედი დარასელიამ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც დარასელიამ აღნიშნა, ქართული საწარმოების და ღვინის კომპანიების მხრიდან ღვინის ექსპორტის განვითარებისთვის ჩინეთში მარკეტინგული ნაბიჯები იდგმება, თუმცა ეს სახელმწიფო დონეზეც უნდა მოხდეს.


“ჩინეთი მომხმარებლების მხრივ განსხვავდება. ბოლო წლებში ღვინის ტრანსპორტირება 70-80% ჩინეთში ზღვის საშუალებით ხდება, ხოლო ხმელეთზე 30-40% მოდის. უფრო მეტი მუშაობა კონკურენციის ნაწილშია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია საფასო პოლიტიკა და მომხმარებლებთან მუშაობა. როდესაც პირველად საქართველოდან ღვინო გადაიზიდა მისი დიდი რაოდენობით შეტანა ჩრდილოეთ ჩინეთში მოხდა და შედეგად ქართულ ღვინოს პროვინციებში უფრო მეტად იცნობენ, ხოლო ქართველი მწარმოებლები დღეს დასავლეთ ნაწილში შესვლას ცდილობენ.” - აღნიშნა დარასელიამ.

ცნობისთვის, 2020 წელს იანვარ-ოქტომბერში 53 მილიონ 371 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რამაც 163 მილიონ 119 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტირებული ღვინის მაჩვენებელი 4.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე. კერძოდ 2019 წელს ექსპორტზე იანვარ-ოქტომბერში 56 მილიონ 85 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა.

ჩინეთი ექსპორტის კუთხით ნომერ პირველი ქვეყანა გახდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან საქართველომ 2017 წლის 13 მაისს მოაწერა ხელი, ერთი წლის შემდეგ (2018 წლის 27 ივნისს) ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჰონგ-კონგთან. აღნიშნული შეთანხმებების წყალობით, საქართველომ მოიპოვა წვდომა ბაზრებზე, რომელთა წილიც გლობალურ მშპ-ში, 2019 წლის მდგომარეობით 40,2%-ი იყო.

პანდემიურ 2020 წელს, როცა ვირუსმა მათ შორის მიწოდების ჯაჭვებიც სერიოზულად არია, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 113%-ით, $476 მილიონამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები