საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს უცხოელი ვიზიტორების საშუალო ხარჯი (ერთ ვიზიტზე) 2024 წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 2 187 ლარი შეადგინა. ჯამურად 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 15 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 5%-იანი ზრდაა.
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტებისას ხარჯები ასე გადანაწილდა:

2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.9 მილიონი იყო, რაც 6%-იანი ზრდაა.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამში 5.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.3 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 12%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის (1.6 მილიონი), თურქეთისა (1.2 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.




























