მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზღვარზე დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, ამოღებულია თამბაქო და მაინინგის მოწყობილობა“ - აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური

64afc93bee14e
გიგა ბენია
13.07.23 14:32
672
2023 წლის 6 თვეში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და რუსეთის ФСБ-ს თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზზე 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო კანონები დაარღვიეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულებიდან 6 პირზე საქმე აღიძრა "აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე".

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ენგურზე საქონლის უკანონო გადატანის 8 მცდელობა აღიკვეთა.

„ამოღებულია 600-ზე მეტი ბლოკი თამბაქოს ნაწარმი და 6 ცალი მაინინგის მოწყობილობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები