მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოების დეზინფორმაციისადმი მედეგობა ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია - კვლევა

646c8970ceb52
BM.GE
23.05.23 20:00
639
2023 წლის 23 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციამ “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ წარადგინა კვლევის ანგარიში სახელწოდებით „საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი“.

კვლევის ანგარიშის თანახმად, საზოგადოების დეზინფორმაციისადმი მედეგობა ყველაზე დაბალი ქულით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (39%) შეფასდა, შემდეგ მცხეთა-მთიანეთში (53%), ქვემო ქართლსა (53%) და შიდა ქართლში (53%), ხოლო ყველაზე მაღალი ქულით გურიაში (66%), ასევე იმერეთში (64%), თბილისსა (63%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (62%).

კვლევის ანგარიშის მიხედვით, ექსპერტები თითქმის ყველა რეგიონიდან საუბრობენ იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც დგას მოსახლეობა და რომელთა აღმოფხვრა მნიშვნელოვანია საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად. ამ გამოწვევებს შორის არის მოსახლეობის მედიაწიგნიერების დაბალი დონე, რაც ექსპერტებმა ყველა რეგიონში აღნიშნეს.

„იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც ხელს უშლის მოსახლეობას ნაწილს სრულყოფილად მიიღოს გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წლების განმავლობაში მედიის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიები ადგილობრივ მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი ცენტრალური მედიებია, როგორც წესი, ზოგადად მედია, როგორც ინსტიტუტი და მისი რეპუტაცია საზოგადოების თვალში დაზიანდა“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

ასევე, კვლევის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობაში კრემლის დეზინფორმაციის წარმატებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ექსპერტების თქმით, დაუცველობის განცდა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში აქვთ. ამის მიზეზად ექსპერტები სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომებს ასახელებენ, რაც მათი აზრით, სტრატეგიული ხედვის და მოსახლეობასთან კომუნიკაციის სიმწირეში გამოიხატება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ცალკეულ შემთხვაში, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ფორმირებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, შესაძლოა განაპირობებდეს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები