მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ი ბაზარზე პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას ხელს უწყობს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს"

ნათია თურნავა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმინეს. მან პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრების შესახებ ისაუბრა და შვიდი დეპუტატის კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე, სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები? - ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შემუშავებულია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებას აქტიურად უწყობს ხელს, რაც მომხმარებლებს ჭარბვალიანობისგან იცავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამ მიზნით შემუშავებულია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, სებ-ის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის ბრძანებით, დამტკიცებული დებულება, რაც მათ შორის, სესხებზე, კრედიტებზე რეგულარული შენატანის, მსესხებლის შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტებს განსაზღვრავს.

„ანუ ეს დებულება და მისი მთავარი მიზანია, თვალყური მივადევნოთ, ადამიანმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღოს ბანკის წინაშე, რისი გასტუმრების შესაძლებლობაც აქვს საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე - ეს არის ჭარბვალიანობის პრობლემა, რომლისგანაც ჩვენი რეგულაციები მაქსიმალურად იცავს კლიენტს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მზიანია მომხმარებელმა მარტივად და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გარეშე შეძლოს ფულადი ვალდებულებების მომსახურება.

„ხსენებული პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია მათ შორის ვალდებულებების შესრულების გადავადების ე.წ საშეღავათო პერიოდის ან რესტრუქტურიზაციის პროცესშიც, რომლის დროსაც რეგულარული შენატანის შესანარჩუნებლად იზრდება სესხის მომსახურების მთლიანი ვადა. ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული ე.წ საშეღავათო პერიოდის ან რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ. ეს არის ძირითადი გამოწვევა და არა ის რომ „კოვიდის“ დროს ბანკებმა შესთავაზეს გადავადება, რესტრუქტურიზაცია და შეღავათები კლიენტებს, რაც იმ პერიოდში საყოველთაოდ მიღებული ფორმა იყო იმისთვის, რომ შეემსუბუქებინათ „კოვიდის“ გავლენა ჩვენს საფინანსო სექტორზე და მათ შორის რა თქმა უნდა იგივე მიდგომა იქნა გამოყენებული პენსიონერების მიმართ. თუმცა რამდენად იყვნენ ბოლომდე კლიენტები ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული, ეს ჩვენი მუდმივი დაკვირვების საგანი უნდა იყოს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რა კონკრეტული ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს ამათუ იმ ბანკს კლიენტებთან მიმართებაში. ამ პროცესში ნამდვილად იყო გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის არასათანადო ინფორმირების ფაქტები - ეს შეეხება პანდემიის შედეგად პენსიონერებისთვის სესხების გადავადების თაობაზე ინფორმაციის სათანადო ფორმით მიწოდებას.

სებ-ის მიერ ზემოხსენებულ ფინანსურ ორგანიზაციებს წერილობითი მითითება მიეცათ გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესაძლებლობის და ეს მთავარი რეგულირება იყო", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები