მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ი დოლარის შესყიდვას დღესაც ახორციელებს - კობა გვენეტაძე

62e13706650a8
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 17:19
581
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მარეგულირებელი ლარის გამყარების პირობებში სავალუტო ინტერვენციებს დღესაც ახორციელებს და დოლარს ყიდულობს.

კობა გვენეტაძემ ამგვარად უპასუხა დეპუტატ ბეჟან წაქაძის კითხვას - ყიდულობს თუ არა სებ-ი ვალუტას, რათა საჭიროების შემთხვევაში, ინტერვენციებით ლარის კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლარის სტაბილური კურსი მნიშვნელოვანია.

"კურსთან დაკავშირებით ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას, რა შეიძლება იყოს. ჩვენ ვყიდულობთ ახლა გარკვეულ თანხებს სხვადასხვა გზით. რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს თუ შევხედავთ ის საკმაოდ გამყარებულია, რაც მეწარმეებისთვის ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია ძვირდება უცხოელებისთვის. ესეც მაინც და მაინც კარგი არ არის. ანუ თუ ექსპორტი შემცირდა და იმპორტი გაიზარდა, ეს მიმდინარე ანგარიშიდან გაცვლითი კურსისთვის მაღალ წნეხს შექმნის; აქედან გამომდინარე, ჩვენ ვყიდულობთ და ყოველთვიურად ქვეყნდება ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები