მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი
BM. GE
31.08.23 17:49
49
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების პროექტს აქვეყნებს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანას წარმოადგენს. 

"სებ-ი მუდმივად ცდილობს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, იცვლება მარეგულირებელი მოთხოვნები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს ეფუძნება და, ამავდროულად, სექტორში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. პროექტით მათ შორის გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

პროექტი გამოქვეყნებულია დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით. შემოთავაზებების, შენიშვნების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია cp@nbg.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 2023 წლის 15 სექტემბრამდე. პროექტი საბოლოო სახით დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების შეჯერებისა და მათთან განხილვების შედეგად ჩამოყალიბდება და დამტკიცდება,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.