მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას წლის ბოლომდე შეცვლის – Galt&Taggart-ის ეკონომისტი

5f6331be08de1
ლიკა გურაბანიძე
17.09.20 22:00
952

“აგვისტოს შუა რიცხვებში ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სებ-ი სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ თავი იჩინა პანდემიით გამოწვეული მაჩვენებლების გაუარესებამ, დაჩქარდა ფისკალური სტიმული და ამასთან წინასაარჩევნო მოლოდინები მეტად გამძაფრდა, სებ-მა სიფრთხილე გამოიჩინა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან თავი შეიკავა,” - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” სებ-ის მიერ, 16 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

Galt & Taggart-ის ეკონომისტის მოლოდინით, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას წლის ბოლომდე შეცვლის.

სებ-ის ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებული კალენდრის მიხედვით, წლის ბოლომდე ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2 სხდომა უნდა გაიმართოს - 27 ოქტომბერს და 8 დეკემბერს.

“ფასების დონემ შემცირება დაიწყო. აგვისტოში ის 4.8% იყო და სექტემბრიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაცია კიდევ უფრო შემცირდეს.


ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში იქნება. ეს კი საშუალებას აძლევს სებ-ს, რომ ინფლაციის შემცირების პროცესს, თანდათან მონეტარული პოლიტიკის შერბილებით მიჰყვეს.

გუშინდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისგან თავის შეკავება ძირითადად განაპირობა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობამ, რადგან მისი ცვლილება მოსახლეობის დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები