საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის თქმით, სებ-ის გუნდთან საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, დაახლოებით, ექვსი პროექტის განხილვა მოხდა.
„საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი.
ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ“, - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.