"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შედეგებს ვაფასებ ძალიან დადებითად", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე მედია საშუალებების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმები პოპულისტური ნაბიჯებით არასდროს ხორციელდება და სხვადასხვა გადაწყვეტილბებს შეიძლება კრიტიკული შეფასებები მოსდევდეს.
„აუცილებელი ცვლილებების განხორციელება დროულად მოხდეს, რომ რთულ პირობებში სიტუაცისთან გამკლავება შევძლოთ.
ასეთი პოპულარული ფრაზა იყო ბოლო ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმრთველმა დირექტორმა გამოიყენა - "სახურავი უნდა შეკეთდეს მაშინ, სანამ მზე ანათებს ანუ სანამ არ წვიმს". ვფიქრობ, რომ თუ ეროვნული ბანკის და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას ამ მიმართულებით შევხედავთ, ზუსტად ამ დევიზით ვმოქმედებდით, რომ განგვეხორციელებინა აუცილებელი და ზოგჯერ მტკივნეული ნაბიჯები მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ამ არაპოპულარული ნაბიჯებით დღეს მოვახერხეთ ის, რომ კრიზისს ფინანსური სექტორი უმკლავდება კარგად, ის ეხმარება დღეს ამ კრიზისიდან გამოსვლას და კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.




























