მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებებს სალიზინგო ბაზრის წარმომადგენლები აფასებენ

5e456cb04a336
ანუკა ჯოხაძე
13.02.20 21:20
1175
“მაშინ როცა რეგულირებული კომპანია ხარ, ფინანსური სახსრების მოზიდვა გაცილებით მარტივი ხდება”- ასე აფასებს საქართველოს სალიზინგო კომპანიის ფინანსური დირექტორი ნესტან მიქელაძე საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სალიზინგო კომპანიები შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. როგორც მიქელაძე ამბობს, ეს მათ ფინანსურ სიჯანსაღეს საერთაშორისო ფინანსური ინსტრუმენტების თვალში ხაზს გაუსვამს, შესაბამისად, ფინანსური სახსრების მოზიდვა მათთვის ბევრად უფრო მარტივი გახდება.

“მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია პირველი შეხედვით ნეგატიურ კონტექსტში განიხილება, მას გარკვეული ბენეფიტებიც აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური წყაროების მოზიდვა. მაშინ როცა შენ ხარ რეგულირებული კომპანია, მსგავსი ფინანსური სახსრების მოზიდვა გაცილებით მარტივი ხდება. იგივე უცხოური ფინანსური ინსტიტუტისთვის, თუ ფონდისთვის მაგალითად EBRD, ADB. როგორც კი შენ რეგულირებული ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ბიზნესი, ფინანსური სიჯანსაღის კუთხით აკმაყოფილებს იმ რაღაც პროგრამულ მინიმუმს, რაც შენ დაგიწესა შენმა რეგულატორმა. ეს ფინანსური ინსტიტუტებისთვის ძალიან პოზიტიური ნიშანია“, - ამბობს საქართველოს სალიზინგო კომპანიის ფინანსური დირექტორი ნესტან მიქელაძე.

თიბისი ლიზინგის განმარტებით კი, ისინი მიესალმებიან შესაძლო ცვლილებებს, თუმცა, ამ პროცესებში აუცილებელია სექტორის მოთამაშეებთან ხშირი კომუნიკაცია და მათი შეფასებების გათვალისწინება. გაგა გაგუას განმარტებით, ამ ეტაპზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.

“ჩვენ ვსაუბრობთ როგორც კერძო სექტორთან, ისე ეროვნულ ბანკთანაც, რომ ეს რეგულაციები თუ განხორცილდება, მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებით. ეს კი იმისთვის, რომ დარგი არ შემცირდეს და პირიქით გაიზარდოს. იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ჩაერთო უკვე ამაში ინვესტორთა საბჭოც და ამ კუთხით მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები. თუ მოხდება დარეგულირება ჩვენ ამას მივესალმებით, უბრალოდ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჩვენთან ერთად გაკეთებული და გათვალისწინებული, როგორც ჩვენი ასევე საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებები", - განმარტავს თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი გაგა გოგუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები