მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის სტატისტიკა: კრედიტები გაძვირდა

6268053b2d01f
ნინო ტაბატაძე
27.04.22 00:00
2020

კრედიტები გაძვირდა. I კვარტალში საპოცენტო განაკვეთები გაიზარდა როგორც მოკლევადიან, ასევე - გრძელვადიან სესხებზე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 1-ელი აპრილისთვის, საბანკო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.1 % იყო. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ფულის სესხება, დაახლოებით, 6% არის გაძვირებული, გასულ კვარტალთან შედარებით კი, 0.1 პროცენტული პუნქტით. ტრადიციულად მაღალია საპროცენტო განაკვეთები ლარის სესხებზე.

საშუალო საპროცენტო განაკვეთები ლარის სესხებზე / 2022 წლის I კვარტალი

მოკლევადიანი სესხები - 17.7% ( 2021 წლის I კვარტალთან შედარებით +0.9 პუნქტი)
გრძელვადიანი - 15.7% ( 2021 წლის I კვარტალთან შედარებით + 0.8 პუნქტი).

საშუალო საპროცენტო განაკვეთები სავალუტო სესხებზე / 2022 წლის I კვარტალი

მოკლევადიანი სესხები - 7.3% ( 2021 წლის I კვარტალთან შედარებით +0.1 პუნქტი)
გრძელვადიანი - 6.4% ( 2021 წლის I კვარტალთან შედარებით - 0.4პუნქტი).

კომერციულ ბანკებს 1-ელი აპრილისთვის 43.32 მლრდ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული, რომლის 49.36% ლარში გაცემული სესხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები