მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ბანკი „ქართუ“ დააჯარიმა

63fcf608c1e78
ნინო ტაბატაძე
27.02.23 22:38
6429
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა ბანკი „ქართუ“ დააჯარიმა. 15 თებერვალს გამოცემული დოკუმენტით, ბანკს 64 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ეს წლის დასაწყისიდან ბანკების დაჯარიმების მეორე შემთხვევაა (იანვარში დაჯარიმდა ტერა ბანკი).  

მარეგულირებლის ინფორმაციით ფულადი ჯარიმა დაკისრებულია:

3 კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის“ შეფასების კუთხით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების/გადაფასების განხორციელების გამო;

1 პირთან მიმართებით კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

2 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის არასაკმარისად განხორციელების გამო;

1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო;

ოთხ შემთხვევაში „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2019 წლის მეორე ნახევრის, 2020 წლის პირველი და მეორე ნახევრის და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგებები) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო;

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად/ვადაგადაცილებით წარმოდგენის 3 შემთხვევის გამო.

აღსანიშნია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით კანონმდებლობა გამკაცრებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები