მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა "დიჯითალ სექიურითი საქართველოს" საბროკერო ლიცენზია მიანიჭა

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის 8 მაისის განკარგულების საფუძველზე კომპანია "დიჯითალ სექიურითი საქართველოს" საბროკერო ლიცენზია მიენიჭა.

კომპანია 2024 წლის ივნისში არის დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელია სს ბროკერი საქართველო, რომელიც თავის მხრივ 2024 წლის მაისში არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე აზერბაიჯანის მოქალაქე ნატიგ კამრანოვია.

"გაიცეს შპს „დიჯითალ სექიურითის საქართველოზე“ (ს/ნ: 404727426) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.

აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე,"- ნათქვამია სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები