ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი ბანკი/ბანკები დაჯარიმდნენ კონფიდენციალურია.
ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ბანკებთან ერთად დაჯარიმდნენ მისო-ებიც, ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც.
"2019 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენლი, მათ შორის საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა".
ჯარიმები ასე ნაწილდება:
- კომერციული ბანკი - 726,000 ლარი;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 539,300 ლარი;
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 256,400 ლარი;
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 177,100 ლარი.
ანგარიშის მიხედვით, ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების კანონმდებლობის აღსრულებას რისკებზე დაფუძნებული ზედამხედევლობის სისტემით ახორციელებს.
"2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“, რომლის მიზანს ეფექტიანი, რისკზე ორიენტირებული საზედამხედველო პროცესის ორგანიზება, ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომის გამჭვირვალობის გაზრდა და საზედამხედველო ქმედებების მიმართ სწორი მოლოდინების შექმნა წარმოადგენს," - ნათქვამია წლიურ ანგარიშში.