მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა გასაყიდად $50 მილიონი გამოიტანა, გაიყიდა $37 მილიონი

სები

ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია ჩაატარა და გასაყიდად $50 მილიონი დოლარი გამოიტანა. გამოტანილი 50 მილიონი დოლარიდან ბაზარმა 37.1 მილიონი დოლარი აითვისა.

"2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884  შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

სავალუტო ინტერვენცია განახორციელა ეროვნულმა ბანკმა გუშინაც და $20 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ინტერვენციის მიუხედავად, ლარი გაუფასურდა. გუშინდელ ოფიციალურ კურსთან მიმართებით აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო კურსი 1.34 თეთრით მეტია. ოფიციალურ გაცვლით კურსს სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები