მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ–მა რისკის ქვეშ დააყენა მთელი ქვეყანა“ – გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი

„სებ–მა რისკის ქვეშ დააყენა მთელი ქვეყანა, რის გამოც ჩვენ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ“ – ამის შესახებ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში გია ჯანდიერმა განაცხადა.

ეკონომისტის თქმით, ისედაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ახალი რისკების ქვეშ დააყენოს.

სებ–ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება ნათია თურნავამ ერთპიროვნულად, მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო, რის უფლებაც მას კანონით ჰქონდა. ამის მიუხედავად, სამივე ვიცე–პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; ასევე, სებ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს. ამ ეტაპზე საბჭოში რჩებიან ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტერი.

გია ჯანდიერი ამბობს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაზომვა მათ შორის იმ კითხვის დასმითაც ხდება – რა არის უფრო მეტი ქვეყანაში: რისკები თუ მოტივაციები ინვესტიციების მოსაზიდად? ჯანდიერს მიაჩნია, რომ სებ–ის გადაწყვეტილებით საქართველოში ინვესტირების რისკი გაიზარდა. „ყველა ნორმალური ინვესტორი იფიქრებს – კაცმა არ იცის უახლოეს ხანებში ამათ თავში რა მოუვათ, საითკენ წაიყვანენ ამ ქვეყანას და აქ ფულის ჩადება არ ღირს“ – ამბობს გია ჯანდიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები