საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „უნიფეი“ 2,000 ლარით დააჯარიმა.
ჯარიმა შეეხო პროვაიდერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებებს, რომლებიც არასათანადოდ იყო შევსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის წესების შესაბამისად. "უნიფეის" თითოეულ დარღვევაზე 1,000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, რაც ჯამში 2,000 ლარს შეადგენს.
ეს ზედამხედველობის ფარგლებში დაკისრებული მესამე ჯარიმაა. "უნიფეი" პირველად 2011 წლის 11 მარტს დაჯარიმდა ჯამში 22 700 ლარით, მეორედ კი 2023 წლის 28 თებერვალს 9 000 ლარით.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წლის 50%-ს გიორგი მუსაშვილი ფლობს, 25%-ს კობა ქურდაძე, 22%-ს სულიკო ვარსემაშვილი, ზვიად შანავა 3%-ს.



























