მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სხვადასხვა დარღვევებისთვის 5 ორგანიზაცია დააჯარიმა - სია

6470af50e1a5f
BM.GE
26.05.23 17:15
680
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევებისთვის 5 ორგანიზაცია დააჯარიმა. სებ-მა დააჯარიმა სესხის გამცემი სუბიექტი "იბა ჯეო" - 5 000 ლარით, 5 000 ლარით შპს "ევრო კრედიტი", ასევე 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს "ფინბიურო", “ტრიბა კაპიტალი” და შპს "პრობლემური აქტივების სააგენტო".

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებები:

შპს "ტრიბა კაპიტალი"-სთვის (ს/ნ: 405491533) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის გამო, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული “სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს 21 მუხლის, მე-2 პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სესხის გამცემი სუბიექტის შპს "ფინბიურო" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 419995599) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ფინბიურო“-ს დაჯარიმება 5 (ხუთი) ათასი ლარის ოდენობით

სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 08 მაისს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სესხის გამცემი სუბიექტის შპს "პრობლემური აქტივების სააგენტოსთვის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402119006) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის შპს „პრობლემური აქტივების სააგენტოს“ დაჯარიმება 5 (ხუთი) ათასი ლარის ოდენობით

სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 08 მაისს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სესხის გამცემი სუბიექტის შპს "ევრო კრედიტი"-თვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412684572) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ევრო კრედიტი“-ს დაჯარიმება 5 (ხუთი) ათასი ლარის ოდენობით

სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 30 იანვარს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სესხის გამცემი სუბიექტი სს "იბა ჯეო"-სთვის (ს/ნ 202359009) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 26 ივლისს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები