„ტერაბანკი“ 41 000 ლარით დაჯარიმდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბამკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარდგენის ოთხი შემთხვევის გამო დაჯარიმდა.
"ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ „საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 1 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა).
სებ-ის პრეზიდენტის 2021 წლის 12 იანვრის N4/04 ბრძანებით დამტკიცებული „პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ სახელმწიფოს“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 1 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ინფორმაციის განახლება).
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის, ამავე ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 2 კლიენტთან მიმართებით (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება).
ერთ შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა „კომერციული ბანკის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული (კერძოდ 2020 წლის მეორე ნახევრისა და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა", - წერს საქართველოს ეროვნული ბანკი.