მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი ამოქმედდა

სს

სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესი ამოქმედდა. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა აწერს.

"სეკიურიტიზაციის გარიგება დაფინანსების მაძიებელი სუბიექტისათვის საბანკო დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს.

საქართველოში დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტები, დაფინანსების სხვა წყაროების სიმწირის გამო, დაფინანსების მთავარ წყაროდ განიხილავენ კომერციული ბანკების სესხებს, თუმცა კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოშვების მიმართაც ინტერესი.

სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელებით, ინიციატორი - სუბიექტი, რომელსაც საბაზისო აქტივი საკუთარი საბალანსო უწყისიდან გადააქვს სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში, ამ საბაზისო აქტივების გადატანის ნაცვლად იღებს ფულად სახსრებს.

აღნიშნული საბაზისო აქტივი წარმოადგენს საკრედიტო პოზიციას - კერძოდ ინიციატორი სუბიექტის ნებისმიერ სამომავლო შემოსულობას, რომელიც განჭვრეტადია და წარმოქმნილია ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის უფლებით მესამე პირების მიმართ, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით".

კანონი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა.

საქართველოს პარლამენტმა ჯერ ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის - სეკიურიტიზაციის შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა და დაანონსდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები