GBC-ის ინფორმაციით, "სელფი მობაილის" ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება. კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის მთლიანი მოცულობა 65 მილიონ ლარს შეადგენს.
"სელფი მობაილის" ობლიგაციებში ინვესტიცია უკვე განახორციელა საქართველოს საპენსიო სააგენტომ, რომელმაც ობლიგაციის 20%-ში, ანუ 13 მილიონ ლარში დააბანდა თანხა.
“სელფი მობიალის” მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 3 წელს, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი TIBR-ს პლიუს 3.5%-ს შეადგენს.~
ობლიგაციის პროსპექტუსის თანახმად, მოზიდული 65 მილიონიდან 53 მილიონი საბანკო სესხების ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდა, დანარჩენი 12 მლნ ლარი კი კომპანიის კაპიტალური ხარჯებისთვის და ქსელის განვითარებისთვის არის განკუთვნილი.